ლაგოდეხში ორი ეკლესიიდან შესაწირი ყუთები მოიპარეს

წუხელ ლაგოდეხში სამების სახელობის ეკლესია გაძარცვეს.

წაღებულია ტაძრის შესაწირი ყუთი. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ეს მიმდინარე კვირაში ლაგოდეხში ეკლესიის გაქურდვის უკვე მესამე შემთხვევაა.

მრევლის ინფორმაციით, ლაგოდეხში ყაზანის ეკლესიიდან დაუდგენელმა პირებმა შესაწირი ყუთი 2-ჯერ მოიპარაეს. უცნობია რა ოდენობის თანხა იდო ყუთებში.

როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა განუცხადა, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button