ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანას კანონი დაარეგულირებს
ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანისას სპეციალური რეგულაციების შემუშავების საკითხზე მუშა ჯგუფი შეიკრიბება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრი დეტალი იქნება გასააზრებელი და დასარეგულირებელი.
კულტურის მინისტრი კი ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა.
მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ ქობულეთის ტრაგედიის მსგავსი შემთხვევებისგან ბავშვები დაცულნი იყვენენ.