“თბილისი 2015”- ს გახსნა-დახურვის საორგანიზაციო ჯგუფი ცნობილია
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დღეს საზეიმო ცერემონიის გახსნა-დახურვის საორგანიზაციო ჯგუფს წარადგენს.
საქართველოს მთავრობამ და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის TBILISI 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ახალგაზრდური ოლიმპიური ფესტივალი TBILISI 2015-ის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალს ორგანიზებას გაუწევს საქართველოს კულტურის პალატა.
საორგანიზაციო ჯგუფს უხელმძღვანელებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნა 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ოლიმპიური ფესტივალი უმასპინძლებს 4 000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის 50 ქვეყნიდან.