მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

საქართვლოში ტყის ხანძრის ათი კერაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა. ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს.

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე ხანძირს კერებია ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, თიანეთში, დუშეთში, წალენჯიხაში,მარტვილში, ვანის მუნიციპალიტეტში, ცაგერსა და ლანჩხუთში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ დაუდევრობამ შესაძლოა, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.
ამავე სამსახურის განმარტებით, ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა, რის შედეგადაც ტყის ქვედა საფარი გამომშრალია და ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button