ბავშვმა 1,5 მილიონ დოლარად შეფასებული შედევრი დააზიანა [Video/Photo]

ტაივანის მუზეუმში მოწყობილ ექსპოზიციაზე, რომელზეც გვიანი ბაროკოს პერიოდის მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა, 12 წლის მოზარდმა შედევრი მუჭით გახვრიტა, – წერს Focus Taiwan.

ინციდენტი ვიდეო-სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როცა ბიჭი XVII საუკუნის იტალიელი მხატვრის პაოლო პორპორას შედევრს – „ყვავილები“ მიუახლოვდა, შემთხვევით წამორძიკდა და სურათი მუჭით გახვრიტა.

გამოფენის კურატორი ანდრეა როსი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ინციდენტმა შოკში ჩააგდო, ვინაიდან ტილო 1,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული, მაგრამ ბავშვს არაფერში ადანაშაულებს და კომპენსაციის გადახდას მის მშობლებსაც არ სთხოვს.

გამოფენის ორგანიზატორები სააზღვევო კომპანეიბს თხოვნით მიმართავენ, რათა მათ ტილოს მფლობელს, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისთვის, საჭირო თანხა გამოუყონ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16212″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button