ახმეტაში 25 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

25 წლის ბიჭი დღეს გამთენიისას ჩამომხრჩვალი იპოვეს ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში.
სავარაუდო სუიციდის მიზეზი სოფლის მოსახლეობისთვის უცნობია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115 -ე მუხლით აღიძრა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის მამაკაცი ასევე გარდაცლილი იპოვეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში. გამოძიება ამავე მუხლით მიმდინარეობს.