“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები შენობიდან ნივთების გამოტანას ითხოვენ
ე.წ. ბავშვთა სამყაროში ხანძარი თითქმის ბოლომდე ლიკვიდირებულია, თუმცა ტერიტორაიზე ამ დრომდე დაკვამლიანება შეინიშნება.
ცნობილია, რომ მოვაჭრეებმა ხელისფულებას ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი შენობაში შესვლას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ.მთავრობას ისინი 1 საათამდე აძლევენ დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში ძალით აპირებენ შესვლას.
ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციის შემდეგ ბავშვთა სამყაროს დემონტაჟი, სავარაუდოდ დღეს დაიწყება.
ხანძრის ცალკეულ კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ თევდორე მღვდლის ქუჩაზე. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მოვაჭრეებიც. მათსა და საპატრულო პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მოვაჭრეები მეხანძრეებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.
ხანძრის შედეგად, თითქმის სრულად განადგურდა შენობა და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლს მხოლოდ ნულოვანი სართული გადაურჩა, სადაც ძვირფასეულობის საცავია. თუმცა, შენობასთან მიახლოება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გვიან ღამემდე ადგილზე იმყოფებოდა თბილისის ვიცე მერი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.