ტიბაანში კულტურის სახლის ყოფილი შენობა დაიწვა

ხანძარი იყო სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, სადაც კულტურის სახლის ნაწილი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სახურავიდან გაჩნდა და მთლიან შენობას მოედო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კახეთის რეგიონში არსებული 18 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ჩაერთო. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ცეცხლი სხვა შენობებზე გამავალი დაზიანებული ელეტროსადენებიდან გავრცელდა.

კულტურის სახლი 20 წელია არ ფუნქციონირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button