BBC-ის წამყვანი ბოროტმოქმედის ასლი აღმოჩნდა [Video]

BBC-ის ტელეარხზე კრიმინალური ამბების – Crimewatch-ის გაშუქების დროს კურიოზული შემთხვევა მოხდა: აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანი ჯეისონ მოჰამედი, რომელიც საშიში ბოროტმოქმედის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, დამნაშევეს გაჭრილი ვაშლივით თვითონ ჰგავდა. ამ საოცარი დამთხვევის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი მოგვითხრობს.

ტელეკომპანიის ცნობილ სახესა და საშიშ კრომინალს შორის მსგავსება პირველად ბრიტანეთის პოლიციის თანამშრომელმა შენიშნა. შემდეგ კი ეს ხუმრობა სოციალურ ქსელებშიც აიტაცეს. ყველაზე კომიკური მომენტი კი წამყვანის გარეგნულად შეუშფოთებელი ქცევა იყო, როცა იგი მამაკაცის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს აღწერდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პროგრამის ეთერში ბოროტმოქმედ ვიქტორ ლაკატოსის მიერ ჩადენილ დანაშაულს აშუქებდნენ, რომელიც მოხუც ქალს თავს დაესხა და მას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button