მნიშვნელოვანისიახლეები

BBC: The Killers – ბოდიშს იხდის საქართველოში ფანების შეურაცხყოფისთვის, რუსი ფანის ძმად მოხსენიებაზე

რადიო "თბილისმა", The Killers- ის ყველა სიმღერა ამოიღო ეთერიდან, როგორც "მხარდაჭერის ჟესტი"

The Killers – მა ბოდიში მოიხადა, მას შემდეგ რაც წამყვანმა ვოკალისტმა, ბრენდონ ფლოუერსმა საქართველოში კონცერტის დროს რუსი ფანი სცენაზე მიიწვია, რათა დრამებზე დაეკრა.

მან ფანებს მიმართა, რომ რუსი გულშემატკივარი როგორც ძმა ისე უნდა ყოფილიყო მათთვის, –  რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ხალხის ნაწილის კონცერტიდან წასვლა გამოიწვია. – წერს გიგანტი სამაუწყებლო კომპანია BBC.

საქართველომ, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, აქვს გრძელი და დაძაბული ისტორია მის მეზობელთან.

რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და დღემდე აქვს ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიები.

დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა შარშან,- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ: საქართველოში გარკვეული რაოდენობის რუსები ემიგრირდნენ.

კონცერტის შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში The Killers წერდა:

” კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, რომ მოვიწვიოთ ხალხი დრამზე დასაკრავად და სცენიდან ჩანდა კიდეც, რომ გულშემატკივართა თავდაპირველი, უკურეაქციის მიხედვით, მათ პრობლემა არ ჰქონდათ დღევანდელი აუდიტორიიდან სცენაზე ამომსვლელ მონაწილესთან.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი რომელიც აღნიშნავდა, რომ The Killers -ის ნებისმიერი აუდიტორია და გულშემატკივარი “ძმები და დები” არიან, შეიძლება არასწორად იქნას გაგებული”.

ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაწყენინება და ჩვენ ბოდიშს გიხდით. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”

გულშემატკივართა ნაწილის საპასუხო რეაქცია მას შემდეგ, მოხდა, რაც Brandon Flowers-მა ტრადიციის შესრულება მოინდომა, სცენაზე თაყვანისმცემელი მოიწვია რათა დრამზე მათთან ერთად დაეკრა- Reasons Unknown, სამშაბათის კონცერტის დასასრულს, Black Sea Arena- ში, ქალაქ ბათუმთან ახლოს.

” ჩვენ არ ვიცოდით, აქაური (ამ ქვეყნის) ეტიკეტი, მაგრამ ეს ბიჭი რუსია. თავს კარგად იგრძნობთ, რომ სცენაზე რუსი ამოვიდეს ?” –  გაისმა Brandon Flowers – ის კითხვა აუდიტორიისკენ. კონცერტზე მისულმა გულშემატკივარმა, კი გვიჩვენა მისი კითხვისადმი უკმაყოფილებისა და მოწონების შეძახილის ნაზავი.

მოგვიანებით, მომღერალი ამ საკითხს კვლავ მიუბრუნდა და გულშემატკივარს ჰკითხა: ” ის არ არის თქვენი ძმა ?  ჩვენ ყველანი ვშორდებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ამერიკიდან მყოფი, არ ვარ შენი ძმა ? ” – ქართული საზოგადოებრივი აზრი, მიმდინარე ომზე აბსოლუტურად იდენტურია უკრაინულთან. – წერს BBC

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს, – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა.

სამხრეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკაში, რუსეთთან “ძმობაზე” საუბარი უკიდურესად გამაღიზიანებელია.  

ეს ძირითადად განპირობებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოგონებებით. იმ დროიდან რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%.

“ისინი (The killers) ჩამოვიდნენ საქართველოში ისე, რომ არც კი აცნობიერებდნენ რა ხდება და ვისთვის აპირებენ სიმღერას” – განუცხადა რამაზ სამხარაძემ BBC-ს.

ის რადიო სადგურ “თბილისის” მფლობელია, რომელმაც The Killers- ის ყველა სიმღერა ეთერიდან ამოიღო, როგორც ერთგვარი”მხარდაჭერის ჟესტი”, ყველა შეურაცხყოფილი ადამიანის მისამართით.

თბილისელი მარიამ ჩარგაზია, რომელიც კონცერტს დაესწრო, ამბობს, რომ გაბრაზებულია Brandon Flowers-ის მისამართით, როგორც ჯგუფს, მათ გათვითცნობიერებული უნდა ჰქონოდათ ის შფოთვა, რომელსაც ამჟამად აწყდება საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი.

“სხვა ქვეყანაში ალბათ ეს მისაღები იქნეობდა, მაგრამ თქვენ არ უნდა ჩამოხვიდეთ საქართველოში იმის სათქმელად, რომ ქართველები და რუსები “ძმები და დები” არიან” – ამბობს მარიამი.

აგრესიის ახალი შიში, რომელიც ყოველთვის იყო ქართულ საზოგადოებაში 2008 წლიდან, გაამძაფრა რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ათასობით რუსი გაიქცა საქართველოში და ამით თავი დააღწია სამხედრო გაწვევას.

ქართველების უმრავლესობა ამ შემოდინებას საფრთხედ აღიქვამს.

ამერიკული ორგანიზაციის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 69%-ს ეშინია, რომ ამან შესაძლოა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ხშირი მოწოდების მიუხედავად, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უარზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. ამის მიუხედავად, რუს ოპოზიციონერ საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოში ხშირად უარს ეუბნება შემოსვლაზე. – წერს ბიბისი.

სხვადასხვა საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 80%-ი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

2022 წლის მარტში, საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთ, თუმცა უკრაინასა და მოლდოვასგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

უკრაინაში, სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ასევე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, იმ მოტივით, რომ ეს ქართულ ეკონომიკას დაანგრევდა.  მისმა ლიდერებმა კი გააკეთეს მრავალი საკამათო განცხადება, სადაც ადანაშაულებდნენ უკრაინას, ევროკავშირს და აშშ-ს რუსეთთან ” საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე”

2023 წლის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო “ქართული ოცნება” “გამბედაობისთვის და თქვა, რომ ის “საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს”.

საინტერესოა, რომ The Killers საქართველოში სწორედ “ქართულმა ოცნებამ” მიიწვია.

2022 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დახარჯავს 70 მილიონ ლარს ( დაახლოებით 26 მილიონ დოლარს / 21 მილიონ ფუნტს ) 2 წელში “ქვეყანაში საერთაშორისო ვარსკვლავების ჩამოსაყვანად” რათა გაზარდოს მისი საერთაშორისო სწრაფვა.

“ხელისუფლება ჩვენს ფულს არასწორად ხარჯავს. სანამ მათი რეიტინგი ქვემოთ მიდის, ისინი ცდილობენ პოპულარობა იყიდონ” – ამბობს რამაზ სამხარაძე BBC-თან.

ავტორები: Paul Glynn, Sandro Gvindadze, BBC Monitoring

მსგავსი პოსტები

Back to top button