ბებიამ საკუთარი შვილიშვილი დაბადა
45 წლის ბრიტანელი, ჯული ბრედფორდი საკუთარი შვილიშვილის სუროგატული დედა გახდა. ამ ბავშვის დაბადება ნამდვილი სასწაულია, – იუწყება Mirror.
ბრედფორდის ქალიშვილს – ჯესიკას 18 წლის ასაკში საშვილოსნოს ყელის სიმსივნე დაუდგინეს და ახალგაზრდა ქალმა დედად გახდომის იმედი დაკარგა. თუმცა ექიმებმა ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე მისი კვერცხუჯრედები გაყინეს, შემდეგ კი სინჯარაში ხელოვნურად გაანაყოფიერეს.
ნაყოფის მუცლად ტარება ჯესიკას დედამ – 45 წლის ჯული ბრედფორდმა ითავა და 9 თვეში ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა.