ბეირუთში სასკოლო მერხებში 3 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს
ლიბანის საბაჟომ განაცხადა, რომ ბეირუთის აეროპორტში 3 ტონაზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერებები: კაპტაგონი, ამფეტამინი და ჰაშიში დაწყებითი კლასების სასკოლო მერხების პარტიაში აღმოაჩინეს, რომელიც ეგვიპტეში უნდა გაეგზავნათ, – იუწყება BBC.
კაპტაგონის აბები ამფეტამინსა და კოფეინს შეიცავს და ახლო აღმოსავლეთში ძალიან გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს.
ბოლო თვის განმავლობაში ბეირუთის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების რამდენიმე მსხვილი პარტია აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ინციდენტის დროს საუდელი პრინციც კი დააპატიმრეს.