წყალბურთელთა მეორე გამარჯვება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბულში საერთაშორისო ტურნირზე თამაშობს, მე-2 გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ იოვან პოპოვიჩის შეგირდებმა საწყის მატჩში მასპინძელ თურქეთს 14:10 სძლიეს, გუშინ კი რუმინეთს, რომელიც იანვარში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, 12:9 მოუგეს.
სტამბულის ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა 30 დეკემბერს გაირკვევა, როდესაც ერთმანეთს საქართველოს და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები გაეჯიბრებიან. საწყის ტურებში “ნარინჯისფრებმა” რუმინეთს 12:6 სძლიეს, ხოლო თურქეთს კი 12:7