მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსი მონაწილეობს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, მაგრამ კონფლიქტის ზონაში თავის სამხედროებს არ უშვებს

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დღეს სამხედრო უსაფრთხოების საკითხზე თათბირი გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა „სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაანალიზებას და რეაგირების ზომების შემუშავებას“.
ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრინაში მიმდინარე რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა მობილიზაცია არ იქნება. ლუკაშენკომ ამის შესახებ განცხადება სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ოპერაციაში მონაწილეობა იმაში მდგომარეობს, რომ ვუმკურნალოთ დაჭრილებს, მივიღოთ ლტოლვილები და არ დავუშვათ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელება, თქვა მან.

“რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ამას არ ვმალავთ. მაგრამ არავის ვკლავთ. არსად არ ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს. არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს”, – თქვა ლუკაშენკომ.
ამასთან ლუკაშენკო უარყოფს, რომ რუსეთის დასახმარებლად ის უკრაინაში სამხედროებს გზავნის. მისი თქმით, მონაწილეობა დაჭრილების მკურნალობაში, ასევე, ლტოლვილთა მიღებასა და იმაზე გამოიხატება, რომ ბელარუსი არ უშვებს კონფლიქტის ბელარუსის ტერიტორიაზე გავრცელებას.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი ჩართულია, რათა არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელება და ” სპეცოპერაციის საფარქვეშ არ დაუშვას ბელარუსზე დარტყმის მიყენება პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მხრიდან”.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბელარუსმა რუსეთის არმიას საკუთარი ტერიტორია დაუთმო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად. რამდენიმე დღის შემდეგ ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტებს უშვებდნენ.

ლუკაშენკამ „ფეიკი“ უწოდა ცნობას ბელარუსში მობილიზაციისთვის მზადების თაობაზე. ამავე დროს მან მართლა დაავალა სამხედრო კომისარიატებს თადარიგში მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურის აღრიცხვა. მისი თქმით, ეს ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთის მსგავსი შეცდომები არ დავუშვათო.

მსგავსი პოსტები

Back to top button