მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში კორონავირუსის 35 719 შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით,სექტემბერში საქართველოში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის 35 719 შემთხვევა გამოვლინდა ეს ნიშნავს, რომ, საშუალოდ, ყოველდღიურად ვირუსი 1190 ადამიანს უდასტურდებოდა. გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, 20 კი გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 9.30%, ბოლო 14 დღის – 10.64%.
2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 1 792 109 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 16 900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ჯამში დადასტურებულია ინფიცირების 1 764 350 შემთხვევა, მათგან 1 738 337 გამოჯანმრთელდა, 16 902 კი გარდაიცვალა.

ყოველდღიური სტატისტიკის ნაცვლად ყოველკვირეული მონაცემების გამოქვეყნება ჯანდაცვის სამინისტრომ მაისის პირველ ნახევარში დაიწყო. 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ყოველთვიურ სტატისტიკას გაასაჯაროებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button