მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსში არჩევნები მიმდინარეობს-ბელარუსის პრეზიდენტი 2025 წელს არჩევნებში იყრის კენჭს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილ არჩევნებში კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს, – ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA ავრცელებს.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მან დადებითად უპასუხა.

ლუკაშენკო 1994 წლიდანა ახელისუფლებაში. მის რეჟიმს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპოზიციის ხმის ჩახშობაში. ბოლო არჩევნების დროს, 2020 წელს, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ჩართული იყო საარჩევნო გაყალბებაში, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა.
ბელარუსში პარლამენტის ქვედა პალატისა და ადგილობრივი საბჭოების დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს.
მოსახლეობა მე-8 მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების 12 514 წევრებს ხუთი წლის ვადით ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 9:00 საათისთვის აქტივობამ 43.64 პროცენტს მიაღწია.

არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობს: კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს.

ქვეყანაში 5 411-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. ამომრჩეველთა სიაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 6.9 მილიონი ადამიანია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს 45 500 ადგილობრივი და 294 საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს, მათ შორის დსთ-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button