მსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ბელარუსში სპეცრაზმმა “ქალების მარშის” 30-მდე მონაწილე დააკავა

მორიგი საპროტესტო აქცია ბელარუსში კვლავ დაკავებებით დასრულდა. ამჯერად, სპეცრაზმმა „ქალების მარშის“ 30-მდე მონაწილე დააკავა.

ქალები, ტრადიციული შაბათის საპროტესტო აქციის გასამართად, მინსკში, „თავისუფლების მოედანზე“ შეიკრიბნენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, რადგან აქცია არასანქცირებული იყო, თუმცა ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button