მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ მატანში 2 ახალგაზრდა მამაკაცის კონტაქტებს იკვლევენ

კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა კახეთში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ორ კონტაქტს COVID-19 დაუდასტურდა.

ინფიცირებული პირები თბილისში, კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანეს. ეპიდემილოგები კონტაქტების კვლევას აგრძელებენ.

დაფიქსირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განცხადება დღეს გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ახმეტის მუნიციპალიტეტში 11 სექტემბერს, ახალგაზრდა მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც გორში გამართულ ქორწილში ინფიცირებული პირის კონტაქტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button