მნიშვნელოვანი

„[ბელიაშვილზე] რაც მოხდა, სინამდვილეში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ – სერგო რატიანი

,,ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რასისტულ განწყობებს ხელისუფლება ახალისებს, ,,რადგან წლების მანძილზე, მსგავსი დანაშაული ქვეყანაში დაუსჯელია“. ამის შესახებ რატიანმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, ბელიაშვილის ქუჩაზე, ნიგერიელ სტუდენტებთან ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირება, ცალსახად დისკრიმინაციულ ნიადაგზე მოხდა და შემთხვევის ამსახველი კადრების გავრცელებით, შეილახება როგორც საქართველოს იმიჯი, ისე, დაზარალდება ქვეყნის ბიუჯეტიც.

,,ეს ადამიანები კარგ საქმეს აკეთებენ ჩვენ ქვეყანაში რომ შემოდიან, სწავლობენ და თანხები შემოაქვთ. მარტო ეს კადრები, წარმოიდგინეთ, რას აკარგვინებს ქვეყანას“, – განაცხადა სერგო რატიანმა და აღნიშნა, რომ თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, მომავალში ადამიანთა დისკრიმინაციის უფრო ცუდ შემთხვებსაც ექნება ადგილი.

მოისმინეთ სერგო რატიანის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button