ბექა მიქელთაძემ „ნიუკასლ ჯეტს“-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე კარიერას ავსტრალიურ კლუბ „ნიუკასლ ჯეტს“- ში გააგრძელებს.
კლუბმა მასთან უკვე გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი. გუნდის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბექა მათთვის დიდი შენაძენია, რადგან მის დამატებაზე ბევრი კლუბი მუშაობდა.
მიქელთაძე ბოლოს ბერძნულ კლუბ „ქსანთიში“ თამაშობდა.
„ნიუკასლის მიერ ჩემს მიმართ გამოჩენილი ინტერესით ამაყი და ბედნიერი ვარ.მოთმინებით ველოდები იმ დროს,როცა მათ პირადად გადავუხდი მადლობას ამ ყველაფრის გამო. მინდა, რომ „ჯეტსთან“ერთად მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო“ – აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.
აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლ ჯეტსი“ ავსტრალიის პრემიერშიპში ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე. ეს კი 2007/2008 და 2017/2018 წლების ჩემპიონატების დროს მოხდა.
გასული სეზონი კლუბმა სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზე დაასრულა. გუნდი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ბექა მიქელთაძე კლუბში მეხუთე ლეგიონერი იქნება.