ბერლინის რეისი გადაიდო, დორტმუნდის რეისი თბილისში დაჯდა

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო.

მგზავრები თბილისში გამგზავრებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ. მოგვიანებით კი თბილისის აეროპორტში სამარშრუტო ტაქსებით გადაიყვანეს.

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდის რეისის თვითმფრინავმა. მოგვიანებით ის თბილისის აეროპორტში დაეშვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button