მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია [Video]
საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია. მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა. მეორე ადგილი 232 ქულით სომხეთმა, მესამე კი 209 ქულით იტალიამ დაიკავა.
გამარჯვებული ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არავის ჰქონია.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, მაშინ ქვეყნის სახელით ჯგუფი „ბზიკები” გამოდიოდა. მეორედ კი ევროვიზიის გამარჯვებული 2011 წელს ჯგუფი „ქენდი” გახდა.
წელს კონკურსს მალტა მასპინძლობდა. დასასრულს გამარჯვებული სიმღერა „მზეო“ სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა.