ბერლინის ზოოპარკში სპლიყვი დაიბადა [Video]
სპილო კევამ ბერლინელებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა. იგი ახალი წლის ღამეს დედა გახდა. მშობიარობიდან 3 დღის შემდეგ სპლიყვი საერთო ვოლიერში შეუშვეს. პატარას ფოტოკამერების შუქის, ახალი ბგერების ეშინია და სულ დედას ეკვრის.
ვეტერინარებმა განაცხადეს, რომ სპლიყვი ვადაზე ადრე დაიბადა. როგორც ცნობილია, სპილოების ორსულობა 2 წელი გრძელდება, კევამ კი ნაშიერი მუცლით 22 თვე ატარა, ამიტომაც სპლიყვი ძალიან პატარაა და ნორმაზე 40 კილოგრამით ნაკლებია. იგი 100 კილოგრამს იწონის.
კევასთვის ეს უკვე მეხუთე მშობიარობაა. ახლა ტიერპარკში 7 აზიური სპილო ბინადრობს.