ჰოვერბორდმა ავსტრალიური ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo/video]
ახალი წელი მელბურნის გარეუბანში მცხოვრები ოჯახისთვის კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. ინციდენტის მიზეზი ერთ-ერთი საჩუქარი – ჰოვერბორდი გახდა და მან ავსტრალიელები უსახლკაროდ დატოვა, – იუწყება BBC.
როცა ხუთკაციანი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გოგონამ შენიშნა, რომ კვების წყაროსთან მიერთებული ჰოვერბორდი ნაპერწკლებს ყრიდა, უკვე გვიან იყო – სახლს ცეცხლი მოეკიდა. გოგონამ ნათესავები უმალ გააფრთხილა და საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი გადარჩა.
სახანძრო ბრიგადის წარმომადგენელმა, ფილ სმიტმა განაცხადა, რომ ჰოვერბორდი გადახურდა, რამაც აალება გამოიწვია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მსგავსი ხელსაწყოების უყურადღებოდ დატოვება ძალიან საშიშია.
გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ ჰოვერბორდების სახიფათოობაზე პატაკი დაწერა და მოსახლეობას აცნობა, რომ მფრინავი დაფის პლატების 88% შეიძლება აფეთქდეს ან აალდეს.
შეგახსენებთ, რომ ჰოვერბორდი სქეითბორდის ნაირსახეობაა, რომელშიც 2 ანტიგრავიტატორია ჩამონტაჟებული და დაფას მიწიდან 7 სანტიმეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26658″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]