მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე წელს ისტორიაში პირველად იასპარეზებს საქართველოს ნაკრებიც. ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დაპირებას წინ უსწრებდა ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. ამ გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ხელახლა დააინიციირა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები და საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევენ.

17 აპრილს, მაშინ, როცა ამ კანონპროექტს პარლამენტი უყრიდა კენჭს, ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები.

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, – წერდა ხვიჩა კვარაცხელია;

„არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას!” – წერდა ბუდუ ზივზივაძე.

ქართველი სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ

მაშინ, როცა ათასობით ადამიანი „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდა, ფეხბურთელებმა კი მსგავსი შინაარსის პოსტები დაწერეს, მმართველი პარტია შეეცადა ეს განცხადებები საკუთარ მხარდაჭერად წარმოეჩინა.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე წელს ისტორიაში პირველად იასპარეზებს საქართველოს ნაკრებიც. ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება.

ნაკრების ფეხბურთელები გასულ პერიოდში აქტიურად გამოეხმაურმენ ქვეყანაში მიმდინარე პოლოტიკურ პროცესს და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, რიგ შემთხვევებში ანტირუსული გზავნილები გაავრცელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button