მნიშვნელოვანისიახლეები

,,ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო,,-კობახიძე

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე შემდეგი თითოეული მოგებული თამაშისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის თემაზეც ისაუბრა.
„სტადიონი არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. თქვენ იცით, რომ არის სირთულეები „დინამოს“ სტადიონზე. 51 ათასი არის ამ სტადიონის მაქსიმალური ტევადობა. ჩვენ გვჭირდება 70-ათასიანი სტადიონი, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ გულშემატკივრებს, შევძლოთ, უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ახალი სტადიონი აშენდება. ეს გეგმა დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, სოციალურ განვითარებას და ა.შ. სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლება ანადგურებდა სპორტულ ინფრასტრუქტურას და უხეშად ერეოდა სპორტში.
„ცხრა წლის განმავლობაში არათუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იან წლებთან შედარებით უკან წავიდა. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, თბილისის „დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახიეს ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ისიც აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს. თქვენ იცით, რომ „ქართუს“ უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონი არის დახარჯული, მაგალითად, რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.

“რა წარმოდგენა აქვთ ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუკი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს, ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი “ქართუს” ქველმოქმედებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებების შესახებ.
“რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ, უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ-ქვეყანაც ასახელონ და გულშემატკივარიც გაახარონ. ახლა კი დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცლოდ იყიდებიან, საქართველოს მოქალაქეობას კი რის საფუსურად ტოვებენ?!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.
„ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავია. ჯილდო არის დაფასება იმ შრომის, რასაც წლებია ეს ბიჭები აკეთებენ, რომ მივსულიყავით ამ ისტორიულ შედეგამდე. მინდა, ჩვენი გუნდის, ნაკრების სახელით ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა იაშვილმა.

ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილება ჩვენს ფეხბურთელებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში, რომ ასახელონ ქვეყანა და წარმატება მოუტანონ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, დავით სირაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ძალიან სასიხარულო ამბავია ფონდი „ქართუსგან“ და დასაფასებელია ასეთი გადაწყვეტილება. ზოგადად ასეთი მოტივაცია ყველა ქვეყანაში ხდება და ყველა სპორტსმენს უნდა ჰქონდეს მსგავსი დაფასება, მოტივაცია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ფეხბურთელებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ და წარმატება მოუტანონ. როგორი წარმატებითაც მოვედით და როგორ წარმატებით გავედით ევროპის ჩემპიონატზე, დარწმუნებული ვარ, ეს მათ დაეხმარება, წარმატებით იასპარეზონ ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა დავით სირაძემ.

ფონდმა „ქართუმ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button