ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტების კითხვებს უპასუხა [Audio]

ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.  შეხვედრა თბილისის ტექნოპარკში გაიმართა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, ის ჟურნალისტებთან შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს.  სექტემბრიდან კი, არ არის გამორიცხული, ტელეკომპანია “ჯი-დი-ესზე” ახალი გადაცემაც დაიწყოს. ექსპრემიერი რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრებსაც გეგმავს. 

“ჩვენ საოცრებას მივაღწიეთ 4 წლის განმავლობაში”

ჩვენ საოცრებას მივაღწიეთ 4 წლის განმავლობაში – ეს განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ექსპრემიერმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ოთხ წლიანი მმართველობა შეაფასა და შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა. კითხვაზე რისი გაკეთება ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

ივანიშვილის აზრით, “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ოპოზიციურ “ნაციონალურ მოძრაობას” საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.
ამის შესახებ მან განაცხადა თბილისში, ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

“ვფიქრობ, რომ “ნაციონალურ მოძრაობს” გაუჭირდება… დიდი ალბათობით, ის ვერ შეძლებს ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს და ამის საშუალება ექნება რამდენიმე სხვა პარტიას და აქვს დღესაც. ეს ყუთებთან უნდა გაირკვეს! “, – უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

ის შეეხო კიდევ რამდენიმე თემას, მათ შორის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელობის გარშემო სამართლებრივ დავას და განაცხადა, რომ თუ დავა ქიბარ ხალვაშისა და დავით დვალის სასარგებლოდ დასრულდება, მზადაა ფინანასურ გარანტად დაუდგეს მათ, ოღონდ ნიკა გვარამიას და რუსთავის 2-ის მენეჯმენტს არ შეეხონ.
ამავე შეხვედრის დროს, მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უწოდა თავისი „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი“ – აღმოჩენა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის მხრივ.

“რუსთავი 2-მა მოახერხა, რომ ჩამოიყვანეთ ქართული ოცნების რეიტინგი”

თქვენ მოახერხეთ რომ ჩამოიყვანეთ ქართული ოცნების რეიტინგი- ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ის ჟურნალისტს მიმართავს და ამერიკული ორგანიზაციების კვლევებზე საუბრობს. მისი თქმით, მათ შიდა კვლევების მიხედვით ქართული ოცნების რეიტინგი 30%-ს არ ჩამოცილებია.

ბიძინა ივანიშვილი ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოში ამერიკის ელჩის წერილს შეეხო, სადაც იან კელი რუსთავი 2-ზე და მიმდინარე სასამართლო პროცესზე საუბრობს. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე იან კელისთან საუბარი ჰქონდა და მათი აზრები თანხვედრაშია. ყოფილი პრემიერი მათ პასუხობს, ვისაც ელჩის წერილზე კრიტიკული რეაქცია ქონდა. მისი თქმით, ცალკეულ საკითხებში არ ეთანხმება მას, თუმცა თვლის, რომ მისი პოზიცია გასაზიარებელია.

ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას უკვე მოჰყვა პირველი პოლიტიკური შეფასებები.

როგორია ჟურნალისტების შეფასებები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ?

მსგავსი პოსტები

Back to top button