ტილო “ჩვენი ნიკო” 75 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

ლადო გუდიაშვილის ტილო “ჩვენი ნიკო” ლონდონში “სოტბის” აუქციონზე 75 ათასს ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

გუდიაშვილი მიერ დაწერილი ნიკო ფიროსმანის პორტრეტის საწყისი ფასი ოთხი ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

1956 წელს შექმნილი ნახატი აუქციონზე ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი. ტილო კერძო კოლექციაში იყო დაცული.

დღეს ამავე სექციიდან ასევე 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას”.

მსგავსი პოსტები

Back to top button