შემცირებული კვების რაციონი თელავის ბაღებში? – პრემიერი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თელავის საბავშვო ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რაციონის გადახედვა მოხდა და მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტები იქნა ამოღებული.

პრემიერის თქმით, ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, თუმცა მან ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს სთხოვა, რომ ამ საქმეში ჩაერიონ.

“არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ეს რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ ასეთი ჩინოვნიკი არსებობს, მე მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს თავის თანმდებობაზე. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. არ არის აუცილებელი მე-10 ხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button