მოზაიკამსოფლიო

ბიონსე $500 000-ით დაეხმარება გამოსახლების პირას მყოფ ოჯახებს

პოპულარული მომღერალი ბიონსე 500 000 დოლარით დაეხმარება კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, ვინც ფინანსური კრიზისის გამო სახცოვრებელი სახლებიდან გამოსახლების საშიშროების წინაშე დადგნენ.

თითო ოჯახს გრანტის სახით გადაეცემა 5 000 დოლარი.

გრანტების მისაღებად განცხადების გაგზავნა დაიწყო 2021 წლის 7 იანვრიდან. გრანტს მიიღებს 100 ადამიანი და მათ დარეგისტრირება შეეძლებათ იანვრის ბოლომდე.

BeyGOOD – არის მომღერლის დახმარების ფონდი, რომლის მეორე ფაზა დაიწყება ამ კამპანიის შედეგად.
თანხები მოხმარდება იპოთეკური სესხების დაფარვას და იჯარის საფასურის გადახდას.

2020 წელს, პანდემიის დაწყებისთანავე, BeyGOOD- მა შეიმუშავა ახალი გეგმა, რომლის მიხედვით ფონდმა დააფინანსა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია და მათი დახმარებით ასობით ოჯახს გადაეცა საკვები, წყალი (ფერადკანიან მოსახლეობას), საყოფაცხოვრებო საქონელი და ადამიანებს დაუფინანსდათ COVID ტესტირება, ასევე ფონდის მიერ დაფინანსდა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით თერაპიები.

BeyGOOD მცირე ბიზნესის წახალისებასაც ახდენდა 2020 წლის განმავლობაში. 250-ზე მეტმა მცირე ბიზნესმა დღემდე ინდივიდუალურად მიიღო 10,000 დოლარის გრანტი.

9 მილიონზე მეტი მეიჯარე, რომლებმაც პანდემიის დროს დაკარგეს შემოსავალი, ქირავნობის მიღმა რჩებიან, შესაბამისად ბიონსეს ფონდი იწყებს დახმარების ახალ ფაზას და ამჯერად დაეხმარება ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური კრიზისის გამო საცხოვრებელი სახლების დაკარგვა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button