მნიშვნელოვანისიახლეები

ბიტკოინების საქმეზე ოლიგარქ ივანიშვილს ,,ასაკის გათვალისწინებით,, დისტანციურად გამოკითხავენ

დღეს თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე სხდომა კიდევ 2 დღეში გაიმართება, სადაც დისტანციურად გამოკითხავენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

დისტანციურად გამოკითხვა მან უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მისი ასაკიდან გამომდინარე ივანიშვილისთვის ხანგრძლივი გამოკითხვა რთული იქნება.

ბაჩიაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე ივანიშვილი გამოცხადებას ვერ გაბედავს.

“ივანიშვილი ვერ გაბედავს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ვითომდა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. სასამართლოც, პროკურორიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს დღეს და როგორც მან მოისურვა ყველანაირი ნორმის დარღვევით ის დაიკითხება ვიდეო კონფერენციის მეშვეობით
მოითხოვა დაზარალებულმა მხარემ, რომ ივანიშვილის ასაკის გამო და იმის გამო, რომ მოუწევდა დიდხანს კითხვებზე პასუხი და მისი ასაკი გასათვალისწინებელი იყო, მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა. ანუ, ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა მართავდეს ქვეყანას, არ შეუძლია ასაკის გამო, რომ გამოცხადდეს სასამართლოში. ” განაცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ივანიშვილის მოთხოვნებს და სხდომას დახურავენ.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი იყო, მიიჩნევს რომ ეს საქმე მისთვის თანხის გამოძალვის მცდელობაა. ბაჩიაშვილს ოლიგარქი 8000-მდე ბიტკოინს ედავება, რომლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button