ელექტრონული ვალუტის, ბიტკოინის, ფასმა პირველად გადააჭარბა 58 ათას დოლარს. ეს ბიტკოინის ღირებულების ისტორიული მაქსიმუმია.
იანვრის დასაწყისიდან დღემდე, კრიპტოვალუტის ფასი 90%-ით გაიზარდა. შედეგად, მისი საბაზრო ღირებულება უკვე ტრილიონს აჭარბებს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ბიტკოინის ღირებულებამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, კომპანიამ – „ტესლა“ და სხვა მსხვილმა კომპანიებმა, მათი პროდუქციის შესაძენად ბიტკოინების მიღება გადაწყვიტეს.
ბიტკოინზე მოთხოვნის ზრდას ხელი შეუწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიამაც, რის გამოც ვაჭრობა ძირითადად ვირტუალურად მიმდინარეობს.