კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ტექნოპარკის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული პოლიციასთან თანამშრომლობის მიზეზით გაათავისუფლეს

გურჯაანში ინოვაციების ცენტრიდან კომპიუტერული ტექნიკის დაკარგვის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით მიმდინარეობს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გამოძიებამ ეჭვი ტექნოპარკის თანამშრომელზე მიიტანა, რომელიც სამართალდამცავებთან თანამშრომლობს. ამ მიზეზით, ის პატიმრობიდან განთავისუფლებულია. ინოვაციების ცენტრიდან წაღებული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოღებულია.

შეგახსენებთ, გურჯაანში ტექნოპარკი გაქურდეს. ცენტრიდან წაღებული 10 კომპიუტერია წაღებული.
ტექნოპარკი 2020 წლის 29 ოქტომბერს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

საქართველოში რიგით მეექვსე ინოვაციბის ცენტრის მოსაწყობად, 2, 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button