საქართველო
ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა მთავრობაში.
ირაკლი ლექვინაძე ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.