მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსული შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 339-მდე გაიზარდა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის აზრით, უკრაინაში რუსული შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა „ელ-პაისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნატო-ს გენერალურ მდივანს რაიმე პროგნოზი იმის თაობაზე, დამთავრდება თუ არა მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთი მხარის სრული დამარცხებით, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ეს სავარაუდოა.

„ეს სავარაუდოდ ასე იქნება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უკრაინას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია და დავეხმაროთ მუდმივად სუვერენულ და დამოუკიდებელ ევროპულ ერს. ამისი საუკეთესო გზა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

რუსეთ უკრაინის ომის სამი თვე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 339-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 611-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა

➡დონეცკის რეგიონში – 335

➡ხარკოვის ოლქში – 179

➡კიევის ოლქში – 116

➡ჩერნიგოვის ოლქში – 68

➡ლუგანსკის ოლქში – 55

➡ხერსონის ოლქში – 52

➡ნიკოლაევის ოლქში – 48

➡ზაპოროჟიეს ოლქში – 31

➡სუმის ოლქში – 17.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 061 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 213 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button