თელავში გარემოვაჭრეების პროტესტია

თელავში, მეორე დღეა გარემოვაჭრეების აქციები მიმდინარეობს. გარემოვაჭრეები თელავის აგრარული ბაზრის გარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას ითხოვენ, ამ მიზნით მათ ბაზრის მიმდებარე ქუჩა დღეს დილით რამდენჯერმე გადაკეტეს.

საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდგ გზა გაიხსნა, თუმცა ამას გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ პატრული მათ გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევთ, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო კი ეს საქმიანობაა. გარემოვაჭრეების თქმით, ბაზარში მყიდველის სიმცირეა და ყოველდღიური გადასახადის გადახდა უჭირთ.

გარემოვაჭრეებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ შეხვედრა თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილთან უშედეგოდ დასრულდა. საჩიშვილმა გარემოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა გარემოვაჭრეები ფართზე უარს აცხადებენ და თელავის მერიასთან საპროტესტო აქციით იმუქრებიან.

თავის მხრივ, თელავის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. “კანონი გარევაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა ცხადია ჩვენ არ გვინდა დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და არ გვინდა ხისტი მიდგომები”- განაცხადა საჩიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათთან მოლაპარაკებას კიდევ აწარმოებს. აუცილებლობის შემთხვევაში კი გარემოვაჭრეებს, პოლიციის ძალით, ტერიტორიას დაატოვებინებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button