ტუსკი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებთან დიალოგი აწარმოოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად.

ამის შესახებ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იუწყებიან ასევე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკი საქართველოში მიიწვია, რაზეც უკვე მიიღო თანხმობა. ვიზიტის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

საქართველოს პრეზიდენტი აგეთვე შეხვდა ბელგიის მეფეს ფილიპს.

შეხვედრისას ქვეყნებს შორის ურთიერთობები განიხილეს.ბელგიის მეფე ფილიპი რეგიონში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში განვითარებულ პროცესებს.გიორგი მარგველაშვილმა მისი სამეფო უდიდებულესობა ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოში მოიწვია.

მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი  ბრიუსელში უკვე დასრულდა, რომლის მსვლელობაშიც ის შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button