მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება-რუსეთმა ომში 279 440 სამხედრო დაკარგა

უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. თავდაცვის ძალებსა და რუსულ ჯარებს შორის ფრონტზე 22 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების იერიში ლიმანსკის, მარინკას, შახ- ტარსკისა და ზაპოროჟიას მიმართულებით მოიგერიეს. მათივე ინფორმაციით, გრძელდება კონტრ-იერიში მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.

ღამით სამხრეთით ოლქებში საჰაერო განგაში ჩაირთო. მოსახლეობა დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას , გერმანიამ უკრაინას ახალი პაკეტი გადასცა. დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალისთვის ტყვია-წამალს, ათობით ყველგან-მავალს და სხვა ტექნიკას.A

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 3 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 360 სამხედრო, 8 ჯავშანტექნიკა და 15 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 279 440
ტანკი – 4 732
ჯავშანტექნიკა – 9 008
საარტილერიო სისტემა – 6 565
სარაკეტო სისტემა – 801
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540
თვითმფრინავები – 316
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 080
საკრუიზო რაკეტები – 1 529
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 932
გემი/ნავი/კატარღა – 20
წყალქვეშა ნავი – 1
​სპეციალური აღჭურვილობა – 943.

მსგავსი პოსტები

Back to top button