მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რუსთავში ხარმა ბავშვები გათელა

რუსთავში ბერიტაშვილის ქუჩაზე ხარმა ორი ბავშვი გათელა.

როგორც ინფო რუსთავს თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვები ერთობოდნენ, რა დროსაც ხარი მოვარდა და ბავშვები გათელა. დაშავებულია 4 წლისა და 6 წლის ბავშვები. მამამ ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მანამდე პირუტყვი რჩულიშვილის ქუჩაზე შუახნის ქალს დაეჯახა, რომელსაც ხელში 10 თვის შვილიშვილი ეჭირა. შეჯახების შემდეგ, ბავშვი დაბლა დავარდა. ოჯახის წევრებმა იგი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ 4 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 10 თვის ბავშვს ამ ეტაპზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. ზედაპირული დათვალიერებით, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, ხარი ერთ-ერთი ფერმიდან გამოიქცა და ქუჩაში აგრესიულად დარბოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

შემთხვევის ადგილზე ასევე მოსული იყვნენ ხარის მეპატრონეები, რომლებმაც პირუტყვი გაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button