მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ფერმერები ვარაუდობენ, რომ რუსული ბაზარი ქართული ხილისთვის ჩაიკეტება

კახეთში ატმის და ვაშლატამის კრეფა აქტიურად დაიწყო, თუმცა ფერმერები შიშობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული პროცესების გამო, შესაძალოა ქართული ხილი რუსულ ბაზარზე ვეღარგავიდეს, “რაც ფერმერებისთვის დიდი პრობლემა იქნება”.  გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ატმის სარეალიზაციო ბაზარზე მყოფი გლეხები ამბობენ, რომ ატამი ძრითადად ექპორტზე გადის  მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში და თუ ეს ბაზარი ქართული ხილისთვის ჩაიკეტება,  შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

ატმის კრეფა კახეთში დაახლეობით ერთი კვირის წინ დაიწყო.  საწყის ეტაპზე ერთი კილოგრამი ატამი 2-და სამ ლარამდე ღირდა, თუმცა მისი ფასი ახლა თითქმის განახევრებულია. ფასი ატმის ხარისხის მიხედვით იცვლება.  ფერმერების თითქმის წელს ნაყოფის დიდი ნაწილი სეტყვამ დააზიანა  და  ასეთი ატმის გაყიდვა იაფად უწევთ.

კახეთში მცხოვრები ფერმერებისთვის რუსეთის ბაზარის მნიშნელობაზე საუბრობს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილიც. მისი თქმით,  დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, არ არის გამორიცხული პრობლემები შეიქმნას, თუმცა მერის თქმითვე, ექსპორტიორებს ყველანაირ პირობას უქმნიან რომ  მოწეული მოსავალი რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც გაიტანონ.

წელს კახეთში 40 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან.  ფერმერებს 2018  წელს ამ ხილის რეალიზაცია, მათივე თქმით, არ გასჭირვებიათ და ფასიც ნორმალური იყო, თუმცა  ახლა ამბობენ, რომ თუ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი ჩაიკეტა, მოსავალი გასაყიდი დარჩება, რადგან ამ ოდენობის ხილს მხოლო ქართული ბაზარი ვერ აითვითებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button