მნიშვნელოვანისიახლეები

მარნეულის თავდასხმის ფაქტზე, მერიის თანამშრომელი დააკავეს

მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე, მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი გიორგი ჯალაღონია და ქართული ოცნების აქტივისტი გიორგი შუბითიძე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით დაკავებულია მესამე პირიც, თუმცა მისი ვინაობა ამ დროსითვის ცნობილი არ არის.

სექტემბრის თვის ბოლოს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს.სცემეს და თავი გაუტეხეს ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) განაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button