მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 45-მდე გაიზარდა

კახეთში კორონა ვირუსის კიდევ ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

COVID-19 ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ადგილობრივს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგები ადგილზე კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხში მცხოვრებ ერთ პირსაც. ის აჭარიდან სტუმრად ჩასული დაინფიცირებული ოჯახის კონტაქტია.

დღევანდელი მდგომარეობით კახეთში კორონა ვირუსის 45 დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button