მნიშვნელოვანირეგიონი

ბოდბეში ხანძარს 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

80 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში გაჩენილ ხანძარს.

ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. თუმცა მოხუცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილობრივების ვარაუდით, აალება ბუხრიდან დაიწყო და მთლიან სახლზე გავრცელდა. ხანძრის ლიკვიდაციას სიღნაღის სამაშველო ჯგუფი 2საათის განმავლობაში ცდილობდა.

გვამი გვიან ღამით პროზექტურაში გაადასვენეს. დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button