მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ბოდიში რუსეთის წინაშე, პოლიტიკური ურთიერთობებისთვის”

სერგეი გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშის მოხდას და 20 ივნისის აქციის მონაწილეების დასჯას ურჩევს. შესაბამისი ვიდეომიმართვა მან “ფეისბუქში” გაავრცელა.

„ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება, შეაჩეროს ისინი, ვინც წავიდა მსხვერპლშეწირვასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე, ღიად ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობიული ლოზუნგებით.

„ჩვენ ბოდიშს არ მოვითხოვთ. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოდიში წარსულისთვის, მათ შორის, ევროპული პარლამენტების დეპუტატებთან მიმართებაში, რომლებსაც მხოლოდ სიკეთე უნდათ საქართველოსთვის; ბოდიში რუსეთის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წინაშე, უადგილო შეურაცხოფისთვის; დეპუტატების და ჩვენი საერთო ისტორიის წინაშე, მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების სრულად აღდგენისთვის. ისევე, როგორც აუცილებელია ვაჟკაცობის გამოვლენა დიპლომატიური ურთიერთობის სრულად აღდგენისთვის, რაც ახლა არ გვაქვს.

„იმედი გვაქვს, ამ დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა მოძებნის ძალას, რათა საბოლოოდ დაანგრიოს რევანშისტების და გადამტრიალებლების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან დევნილი, ძებნილი ყოფილი პრეზიდენტის კვალდაკვალ, ცდილობდნენ, გაენადგურებინათ დემოკრატია საქართველოში და შეექმნათ ავტორიტარული, ნეოკოლონიალური პლაცდარმი გარე ძალებისთვის, რათა დაენგრიათ სუსტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მშვიდობა კავკასიასა და მთელ ახლო აღმოსავლეთში.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და დიდი კულტურის მქონე ქართველი ხალხის ინტერესებში შედის გულწრფელი, ღია და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან. ამ რთულ დროს არ მგონია, ვინმემ, გარდა ახლო მეზობლებისა და მეგობრებისა, ასე სერიოზულად გამოგიწოდოს მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელი.

„ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. დამნაშავეებს, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობების დასანგრევად გამიზნული ბინძური პროვოკაციები აწარმოეს, პასუხისმგებლობა და სასჯელი უნდა დაეკისროთ. ბოდიში უნდა იყოს მოხდილი, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარია, ჩვენ როგორ ავაწყობთ სამომავლო ურთიერთობებს.“ – აცხადებს სერგეი გავრილოვი ვიდეომიმართვაში.

https://www.facebook.com/sergey.gavrilov.528/videos/2935187539913764/

შეგახსენებთ, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისს 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ფარგლებში სტუმრობდა. სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დუმის დეპუტატის ხილვამ საზოგადოების აღშფოთება და 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენები გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button