მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბოლნისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლები დაინფიცირდნენ

ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ვირუსის დადასტურებამდე, ხუთივე ინფიცირებული საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.

მანამდე, ბოლნისის სასწრაფოს 5 თანამშრომელს კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 156 ადამიანი და გარდაცვლილია 6.

მსგავსი პოსტები

Back to top button