ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 407-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 25 855 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 778 შემთხვევა.
3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 410 შემთხვევა გამოვლინდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.
ეპიდვითარება საქართველოში ექიმების მხრიდან ისევ მძიმედ ფასდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა უმრავლესობა კვლავ აუცრელი მოქალაქეები არიან, ამიტომ მედიკოსების მოწოდება ისევ იმუნიზაციის გაფართოება და არსებული რეგულაციების დაცვაა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.