მნიშვნელოვანისიახლეები

“დროა” დღეს, 3 საათზე განათლების სამინისტროსთან აქციას გეგმავს

“ბელადი ბიძინას დიდება” – “დროა” დღეს, 3 საათზე განათლების სამინისტროსთან აქციას გეგმავს
“არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება” – დღეიდან, 6 დეკემბრიდან “დროა” ისტორიის წიგნში შეტანილი ცვლილების გამო პროტესტს იწყებს. პროტესტი მეცხრე კლასისი ისტორიის სახელმძღვანელოში “ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დიდ ქველმოქმედად და მეცენატად შეტანაა.

დღეს 3 საათზე განათლების სამინისტროსთან პარტია აქციას გეგმავს.
ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო. “დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?” – შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.

ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია “ვარდების რევოლუციის” მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვა.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პროტესტს სხვადასხვა ფორმა ექნება და მასში თავს ყველა იპოვის.

აქვე შეგახსენებთ რომ მეცხრეკლასელებისთვის განკუთვნილ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, სადაც გარდა იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილის სამადლობელ ტექსტებს ვაწყდებით, ნათქვამია, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.
“დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?” – ეს კითხვა სწორედ ისტორიის სახელმძღვანელოდანაა მოყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button