მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 076.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა

📌აჭარა – 9

📌იმერეთი – 20

📌ქვემო ქართლი – 9

📌შიდა ქართლი – 7

📌გურია – 8

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4

📌კახეთი – 13,

📌მცხეთა-მთიანეთი -1

📌სამცხე-ჯავახეთი – 3

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

2 წლამდე ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გააქტიურდა. აღნიშნული დიაგნოზით იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 78 ბავშვი მოთავსდა, – ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გააქტიურება ყველაზე არასასურველია, რაც ამ პანდემიას მოჰყვა. ვირუსს ახასიათებს ბრონქების ანთება, შეტევითი ხასიათის ხველა, სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, სახის ფერის ცვლილება, შესაძლოა, ბავშვებს ტუჩის არეში ლურჯი შეფერილობა აღენიშნებოდეთ. ამ და სხვა სიმპტომების შემთხვევაში ბავშვი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button