მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ ქვაითიდან გაუჩინარებული 13 წლის მოზარდი იპოვეს

მარტვილში, სოფელ ქვაითიდან გაუჩინარებული 13 წლის მოზარდი იპოვეს.

შს სამინისტროს ცნობით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.

მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამარ რუხაია 20 აპრილს, სახლში მიმავალ გზაზე გაუჩინარდა.

ოჯახი და სამართალდამცავები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button