მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 505 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში აიცრა 1 899 მოქალაქე.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 953 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 962 827-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 913 528.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა

📌აჭარა – 336

📌იმერეთი – 218

📌ქვემო ქართლი – 80

📌შიდა ქართლი – 65

📌გურია – 77

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126

📌კახეთი -63

📌მცხეთა-მთიანეთი -26

📌სამცხე-ჯავახეთი -34

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 962 827 შემთხვევა. მათგან 913 528 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 218 ადამიანი.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „ვაქცინაციის დიქტატურა“ – რესტორნებში, ბარებსა და სხვა ადგილებში კოვიდ საშვების წარდგენის წესი გააპროტესტეს.

მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა პიროტექნიკის ტარებისთვის 11 ადამიანი დააკავეს, კიდევ 30 ადამიანი კი აქციის დროს მას შემდეგ დააკავეს, რაც მომიტინგეების ნაწილმა პოლიციას პიროტექნიკა ესროლა. ბელგიაში, 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე პერიოდში, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევების 96%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა.

პრაღაში, ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხელისუფლების გეგმა, რომელიც გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისა და პროფესიის ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის ითვალისწინებს. „თავისუფლება, თავისუფლება!“ -სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებმაც ჩეხეთის დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს გერმანიის რამდენიმე ქალაქშიც, მათ შორის, ჰამბურგში, ფრანკფურტში, დიუსელდორფსა და კობლენცში. ჰამბურგში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 13 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

შეკრებილმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის წესი გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრიაშიც. ქვეყნის დედაქალაქ ვენაში 40 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის გეგმა, რომლის თანახმადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო უნდა გახდეს.

ავსტრია, ისევე როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეულ ინფიცირების შემთხვევების ზრდას ებრძვის. ქვეყანამ, ბოლო დროს დაწესებული „ლოქდაუნის“ საშუალებით ახალი შემთხვევების შემცირება მოახერხა, თუმცა მკაცრი შეზღუდვები მოხსნის შემდეგ დაინფიცირების ტემპი კვლავ გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button